წესები და პირობები
ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები
წინამდებარე „ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები“ (შემდგომში - „დებულება“) წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავ შეთანხმებას / ხელშეკრულებას თითოეულ მომხმარებელსა და შპს „ესთოკ ჯე“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416382373) შორის, რომელიც არეგულირებს შპს „ესთოკ ჯე“-ის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდით (შემდგომში - „ვებ-გვერდი“) სარგებლობის წესებსა და პირობებს.
შპს „ესთოკ ჯე“-ის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და შპს „ესთოკ ჯე“-ის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეული მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, პროდუქციის უკან დაბრუნების წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას და იღებს ვალდებულებას, რომ დაიცავს აღნიშნული დებულების ყველა პირობას.
თითოეული მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი სრულად ეთანხმება კომპანიის მიერ შემუშავებულ და ვებ-გვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას; ამასთან, თითოეული მომხმარებელი ვებ-გვერდით სარგებლობის შემთხვევაში გამოხატავს თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელი იქნება მომსახურების გასაწევად (ვებ-გვერდით სარგებლობის მიზნებისათვის).
თითოეული მომხმარებელი, რომელიც ისარგებლებს ვებ-გვერდით გარანტიას იძლევა, რომ მისი ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, ამასთან, ფლობს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებს, ნებართვებსა თუ თანხმობებს საიმისოდ, რომ ისარგებლოს აღნიშნული ვებ-გვერდით.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება შპს „ესთოკ ჯე“-ის მიერ შემუშავებული სამართლებრივი შინაარსის მქონე დოკუმენტების შინაარსს, უფლებამოსილია უარი თქვას ვებ-გვერდით სარგებლობაზე / არ ისარგებლოს ვებ-გვერდით.
პრეტენზიის ან ვებ-გვერდით სარგებლობის მიზნით ნებისმიერი სახის შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მომხმარებელი უფლებამოსილია ვებ-გვერდის საშუალებით დაუკავშირდეს შპს „ესთოკ ჯე“-ის მხარდაჭერის გუნდს.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციითა და ავტორიზაციით მომხმარებელი უფლებამოსილია შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია; პროდუქციის შეძენის მიზნით მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებ-გვერდის რეგისტრირებული და ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „ესთოკ ჯე“. თითოეული შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.
1. გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა
წინამდებარე დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
- „ჩვენ“ ან „კომპანია“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ესთოკ ჯე“, საიდენტიფიკაციო კოდი 416382373, რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, ქალაქი რუსთავი, მიკრო/რაიონი XX , N 14, ბინა N51;
- ვებ-გვერდი - შპს „ესთოკ ჯე“-ის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ-მისამართია - (www.estock.ge) და მისი ყველა ქვეგვერდი;
- მომხმარებელი - ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია;
- მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან / და იურიდიული პირი გარდა მომხმარებლისა;
- თანხმობა - მომხმარებლის მიერ წინამდებარე დებულების გაცნობისა და მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული თავისუფალი ნება;
- რეგისტრაცია - პირის მიერ ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც გულისხმობს პირის მიერ მომხმარებლის ვირტუალური სახელის ან ელექტრონული ფოსტის და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს ვებ-გვერდზე სრულად წვდომის საშუალებას და შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია;
- ავტორიზაცია - ვებ-გვერდის არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, ვებ-გვერდით სრულად სარგებლობის მიზნით შექმნას საკუთარი პროფილი / ანგარიში (მომხმარებლის გვერდი) ვებ-გვერდზე, აგრეთვე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს ან დაამატოს ინფორმაცია;
- ანგარიში - რეგისტრირებული მომხმარებლის პირადი ქვეგვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს კონკრეტული მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას;
- ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ - ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს კომპანია ვებ-გვერდის მომხმარებლების შესახებ;
- პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე, საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
- სპამი - ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას; ბმულს მავნე ვებ-გვერდზე უცენზურო ან შეურაცხმყოფელ გამოთქმას; ვებ-გვერდთან ირელევანტურ შინაარსს ან გენერირებულ ტექსტს;
- ვირუსი - მავნე პროგრამული უზრუნველყოფა.
2. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის პროცედურა
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირებს, ასევე, იურიდიულ პირებს. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია შესაბამის ველში შეიყვანოს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი (იუზერნეიმი), განსაზღვროს პაროლი და შეავსოს რეგისტრაციის დროს ვებ-გვერდზე გამოჩენილი შესაბამისი ველები.
ვებ-გვერდზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებ-გვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც თითოეული მომხმარებელი ვალდებულია შეიყვანოს შემდეგი სახის მონაცემები:
- სახელი, გვარი (სახელწოდება);
- მისამართი;
- მოქმედი ელექტრონული ფოსტა;
- ტელეფონის ნომერი;
- ქალაქი;
- რეგიონი (არასავალდებულო ველი);
- სისტემაში შესასვლელი პაროლი.
თითოეულ მომხმარებელს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა შეუძლია როგორც მის მიერ არჩეული პროდუქციის შეძენის პროცესში და ასევე, პროდუქციის შეძენამდეც.
ვებ-გვერდზე რეგისტრაცია არის უვადო, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს არჩეული იუზერნეიმი და პაროლი იმოქმედებს მუდმივად. ამასთან, პაროლის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რეგისტრირებული მომხმარებლის გადაწყვეტილების საფუძველზე.
თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს დამოუკიდებლად აირჩიოს იუზერნეიმი და პაროლი; აგრეთვე, თითოეულ მომხმარებელს უფლება ექნება მოითხოვოს პაროლის ან იუზერნეიმის აღდგენა ვებ-გვერდზე გამოხატული მოთხოვნით. იუზერნეიმის და პაროლის დაკარგვაზე ან მესამე პირებისათვის განდობაზე, პასუხისმგებლობა სრულად ენიჭება მომხმარებელს. ამასთან, თითოეული მომხმარებელი უფლებამოსილია შეცვალოს მის ანგარიშში მითითებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი.
რეგისტრაციის გავლის პროცესში - რეგისტრაციის დასრულებამდე თითოეული მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც ვებ-გვერდზე გამოჩნდება ცალკე ველად და რომლის გაცნობის შესაძლებლობა ლინკზე გადასვლით იქნება შესაძლებელი. ამასთან, თითოეული მომხარებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის დასრულებამდე მონიშნოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის ინფორმაციის დამუშავებისათვის თანხმობა.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ თითოეული მომხმარებელი გადის ავტორიზაციას - სპეციალურად გამოყოფილ ველებში მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართისა და პაროლის შეყვანით.
ვებ-გვერდის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ვებ-გვერდი ემიჯნება ყოველგვარი სახის უკანონო ქმედების განხორციელებას და ასეთი ქმედების მცდელობას. შესაბამისად, არცერთ პირს, უფლება არ აქვს სხვა პირის სახელით გაიაროს რეგისტრაცია ან ავტორიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირი სხვა პირის სახელით მაინც გაივლის ავტორიზაციას, პირს შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.
იმისათვის, რომ კომპანიამ თავიდან აირიდოს ნებისმიერი პირის მიერ სხვა პირის სახელით რეგისტრაცია, ავტორიზაცია ან/და ვებ-გვერდზე ნებისმიერი სახის ინტერქმედება, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდის შესაბამის ველებში ზუსტად და სწორად მიუთითოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია არ გადასცეს მესამე პირს მის მიერ ვებ-გვერდზე შეყვანილი ინფორმაცია, მათ შორის, სარეგისტრაციო მონაცემები.
აკრძალულია სხვა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და ვებ-გვერდით სარგებლობა სხვა მომხმარებლის ანგარიშის მეშვეობით. თითოეული ასეთი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.
ვებ-გვერდის თითოეული მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ: ა) მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის / იქნება სრული, ზუსტი და სწორი; ბ) რეგისტრაციის მომენტში იგი არის / იქნება 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი; გ) არ გამოიყენებს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის ან ავტორიზაციის მიზნით; დ) არ ისარგებლებს სხვა მომხმარებლის ანგარიშით; ე) არ დაარღვევს სხვა მომხმარებლების უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო განზრახი თუ გაუფრთხილებელი ქმედებით; ვ) არ გამოიყენებს ვებ-გვერდს მესამე პირთა შესახებ პერსონალური მონაცემების მოპოვების მიზნით; ზ) არ მოახდენს ვებ-გვერდზე ისეთ სახის ინტერქმედება, რაც ხელს შეუშლის ვებ-გვერდის ნორმალურ ფუნქციონირებას; თ) დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის და ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; ი) არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც დაუშვებელია / აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით.
3. ასაკობრივი ზღვარი; რეგისტრაციის შეჩერება/შეწყვეტა/გაუქმება
შპს „ესთოკ ჯე“-ის კუთვნილ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს 18 წლიდან და ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა საფუძველზე. 18 წლამდე მიუღწეველ ფიზიკურ პირებს უფლება არ აქვთ კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი და სათანადოდ დამოწმებული თანხმობის შემთხვევაში გაიარონ რეგისტრაცია.
შპს „ესთოკ ჯე“ იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი რეგისტრაცია მომხმარებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ 18 წლამდე მიუღწეველი ფიზიკური პირი ვებ-გვერდზე რეგისტრაციას გაივლის მოტყუებით ან ნებისმიერი სრულწლოვანი მესამე პირის მონაცემების გამოყენებით და აღნიშნული ცნობილი გახდება შპს „ესთოკ ჯე“-ისთვის. ასეთ შემთხვევაში, კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან 18 წლამდე მიუღწეველი პირის მიერ მოტყუებით რეგისტრაციის გავლის შემდეგ ვებ-გვერდზე ინტერქმედებისათვის.
შპს „ესთოკ ჯე“ უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია, თუ პირის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მიზანია მესამე პირების პერსონალურ მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის დამყარება, მონაცემების კოპირება, წაშლა, განადგურება, მესამე პირების პერსონალური მონაცემების პირადი მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა ან კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედება.
შპს „ესთოკ ჯე“ უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინებით ან წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტოს ან შეაჩეროს ან გააუქმოს რეგისტრაცია თუ ვალდებულებების დარღვევა ატარებს არსებით ხასიათს ან/და კომპანია გონივრულობის ფარგლებში მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შეწყვეტა ან შეჩერება ან გაუქმება წარმოადგენს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლების ან მესამე პირების დაცვის (მათ შორის, მათი მონაცემების დაცვის) საუკეთესო საშუალებას.
თუ კომპანია მიიჩნევს, რომ რომელიმე მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი, არასწორი ან არაზუსტი მონაცემების გამოყენებით, შპს „ესთოკ ჯე“ უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე ან ასეთი შეტყობინების გარეშე.
4. პროდუქციის შეკვეთა / შეძენა მომხმარებლის მიერ; ანგარიშსწორების პირობები და თანხის უკან დაბრუნების წესი
მომხმარებელი უფლებამოსილია შეარჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე პროდუქცია; შერჩეული პროდუქცია გროვდება / თავსდება ვებ-გვერდზე არსებულ ვირტუალურ კალათაში.
მომხმარებლის მიერ მისთვის სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ, მომხმარებელი ვალდებულია შეძენილი პროდუქციის მიღების მიზნით შესაბამის ველებში მიუთითოს ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და მისამართის დეტალები, რომლის მითითების შემდეგ, მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით. ამასთან, თითოეული მომხმარებელი უფლებამოსილია კონკრეტული შეკვეთის დროს შეცვალოს რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული მონაცემები, მათ შორის, მისამართი და ტელეფონის ნომერი.
ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. არასწორი ან არასრული მისამართის ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.
ანგარიშსწორების გვერდზე გადამისამართების შემდეგ, მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ შერჩეული და კალათაში დაგროვებული პროდუქციის ღირებულება სრულად გადაიხადოს წინასწარ. ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით - საბანკო ბარათით გადახდის მეთოდით.
ანგარიშსწორების მიზნით, მომხმარებელი ვებ-გვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც გამოჩნდება შესაბამისი ველები და რომელშიც მომხმარებელი მიუთითებს საბანკო ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება უშუალოდ საბანკო დაწესებულების მიერ. ამასთან, თითოეული შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ხელახლა შეიყვანოს საბანკო ბარათის მონაცემები, ვინაიდან, საბანკო ბარათის მონაცემების დამახსოვრებზე ვებ-გვერდზე არ ხდება.
შპს „ესთოკ ჯე“-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, აგრეთვე, მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება გამოისახება ანგარიშსწორების დადასტურების სახით. ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.
ანგარიშსწორების დადასტურების მომენტიდან აითვლება შეძენილი პროდუქციის მიწოდების ვადა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საბანკო ბარათის მონაცემების არასწორად შეყვანის ან საბანკო ბარათზე პროდუქციის ღირებულების პროპორციული ოდენობის ნაშთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის დივაისზე გამოისახება შეტყობინება ტრაზაქციის უარყოფის თაობაზე.
ვებ-გვერდის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ საბანკო ტრანზაქციისას გადახდის პროვაიდერმა მესამე მხარემ, კერძოდ, საბანკო დაწესებულებამ, შესაძლებელია გადასარიცხ თანხას დაარიცხოს საბანკო მომსახურების საკომისიო. ასეთ შემთხვევაში, თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ასეთი დამატებითი ხარჯის გადახდაზე.
შპს „ესთოკ ჯე“ იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
მომხმარებლის მიერ პროდუქციის ღირებულების გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
თითოეული მომხმარებელი, მის მიერ განხორციელებული შეკვეთების და შეძენილი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელებისას კომპანია ვარაუდობს, რომ ვებ-გვერდზე ავტორიზაცია ან/და შეკვეთა განხორციელდა ანგარიშის მფლობელის მიერ. შესაბამისად, თუ განხორციელდება მესამე პირთა მიერ რომელიმე მომხმარებლის ანგარიშის უნებართვო გამოყენება, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას აღნიშნული ქმედების თაობაზე; ასეთ შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელთან შეთანხმებით მოახდინოს ანგარიშის დაბლოკვა ან მომხმარებლის რეგისტრაციის შეჩერება ან შეწყვეტა, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცულობა.
რეგისტრაციით, ავტორიზაციით და ვებ-გვერდით სარგებლობის შედეგად, მომხმარებელი კომპანიას უფლებამოსილებას ანიჭებს, ვებ-გვერდზე დაფიქსირებულ მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე, კომპანიის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, განხორციელდეს შეტყობინებების / მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ან/და სატელეფონო ზარები სიახლეების, შეთავაზებების, აქციების, სარეკლამო, ახალი პროდუქციის ან სხვა მარკეტინგული მიზნებისათვის. ამასთან, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს კომპანიისათვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი „პროდუქციის უკან დაბრუნების წესები“-თ დადგენილი საფუძვლით უკან აბრუნებს შეძენილ პროდუქციას, მომხმარებელი ვალდებულია წერილობით / ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობოს ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე კომპანიას; ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში კომპანია უზრუნველყოფს უკან დაბრუნებული პროდუქციის ღირებულების მომხმარებლისათვის დაბრუნებას.
ნივთის უკან დაბრუნების შემთხვევაში, კომპანია, უკან დაბრუნებული პროდუქციის ღირებულების მომხმარებლისათვის დაბრუნებას უზრუნველყოფს იმავე საბანკო ანგარიშზე, რომელი ანგარიშიდანაც გადაიხადა მომხმარებელმა აღნიშნული (უკან დაბრუნებული) ნივთის ღირებულება.
5. მიწოდების წესები და პირობები
შპს „ესთოკ ჯე“-ს, მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლის ამავე მომხმარებლისათვის მიწოდების ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში (ტრანზაქციის უარყოფის შემთხვევაში, შპს „ესთოკ ჯე“ თავისუფლდება მიწოდების ვალდებულებისაგან).
მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს შპს „ესთოკ ჯე“ თავისი წარმომადგენლების ან პარტნიორების (სხვა კომპანიის და მისი წარმომადგენლების) საშუალებით, რის თაობაზეც მომხმარებელს რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია.
მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ შპს „ესთოკ ჯე“ უფლებამოსილია მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილი პერსონალური ხასიათის კონფიდენციალური ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა საკონტაქტო მონაცემები) გადასცეს მიწოდების განმახორციელებელ პირს მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ამავე მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით.
მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდება გულისხმობს პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ მისამართზე (რეგიონის, ქალაქის, ქუჩისა და ნომრის სიზუსტით) და არ მოიცავს პროდუქციის მიწოდებას უშუალოდ საცხოვრებელ ბინამდე (საცხოვრებელი კორპუსის შემთხვევაში).
შპს „ესთოკ ჯე“-ის მიერ პროდუქციის მომხმარებლისათვის გადაცემის მომენტიდან, პროდუქციის დაკარგვის ან/და დაზიანების რისკი სრულად გადადის მომხმარებელზე.
შპს „ესთოკ ჯე“ მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს ანგარიშსწორების დადასტურების მომენტიდან: ა) თბილისის მასშტაბით: 1-2 სამუშაო დღის ვადაში; ბ) რეგიონებში (გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა): 3-5 სამუშაო დღის ვადაში; გ) მაღალმთიან რეგიონებში: 7-10 სამუშაო დღის ვადაში.
სამუშაო დღეებში არ შედის შაბათი-კვირა და საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეები.
პროდუქციის მიწოდება არ მოიცავს ინსტალაცია / მონტაჟს ან სხვა სახის მომსახურების გაწევას.
საქართველოს მასშტაბით მიწოდება თითოეული მომხმარებლისათვის უფასოა.
თითოეული მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის რაოდენობა და ვიზუალური მდგომარეობა შეამოწმოს მიწოდების დღესვე.
იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა, ვიზუალური მდგომარეობა ან ხარისხი არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ განხორციელებულ შეკვეთას, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს კომპანიას არაუგვიანეს შეკვეთის მიღებიდან მომდევნო კალენდარული დღის დასრულებამდე და შესაძლებლობის ფარგლებში დაურთოს ხსენებულის დამადასტურებელი ფოტომასალა დანაკლისთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი კარგავს პრეტენზიის წარდგენისა და ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო თავის მხრივ, კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის წარდგენის ან შეკვეთის მიღებიდან მომდევნო კალენდარული დღის დასრულებამდე პრეტენზიის წარუდგნელობის შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიზეზით (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: მისამართის არასრულად ან არაზუსტად მითითების, მისამართზე მომხმარებლის არყოფნის ან/და სხვა ობიექტური მიზეზების გამო) ვერ მოხერხდა შეკვეთის ჩაბარება, კომპანიას არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა შეძენილი პროდუქციის მიუწოდებლობისათვის. მსგავსი შემთხვევების თავიდან მაქსიმალურად არიდების მიზნით, კომპანია თავისი წარმომადგენლის საშუალებით, მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას ან შეკვეთის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდება მომხმარებელს მიწოდების დაწყებამდე, რათა დარწმუნდეს რომ შეკვეთით განსაზღვრულ მისამართზე ნამდვილად იმყოფება მომხმარებელი.
პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები და გამონაკლისი შემთხვევები განსაზღვრული არის „პროდუქციის უკან დაბრუნების წესები“-ში, რომელიც განთავსებული არის ვებ-გვერდზე.
6. შეზღუდული პასუხისმგებლობა
ამ დებულების მიზნებისთვის კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის 24 საათიან, თავისუფალ წვდომას ვებ-გვერდზე, რომლის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს და მიიღოს მისთვის სასურველი პროდუქცია.
ვებ-გვერდის თითოეული მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი კუთვნილ ტექნიკურ მოწყობილობასთან (დივაისთან) ან/და იუზერნეიმის თუ პაროლის მესამე პირების მხრიდან წვდომაზე. მესამე პირების მხრიდან მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე შესაძლო წვდომის თავიდან არიდების მიზნით, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია მუდმივად გამოიყენოს ვებ-გვერდის ფუნქცია „გასვლა“, როდესაც მომხმარებელი დაასრულებს ვებ-გვერდზე ურთიერთქმედებას. კომპანია პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
ვებ-გვერდზე რეგისტრირებული თითოეული მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, არ შელახოს და არ დააზიანოს კომპანიის საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია; თითოეულ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ვებ-გვერდი მხოლოდ ვებ-გვერდით განსაზღვრული მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებელი პირდაპირ თუ ირიბად განახორციელებს რაიმე ქმედებას, რომელმაც შეიძლება შელახოს ან დააზიანოს კომპანიის საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია, კომპანია იტოვებს უფლებას მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი ზომები და მოსთხოვოს ასეთ რეგისტრირებულ პირს ზიანის ანაზღაურება ან/და გააუქმოს, შეუწყვიტოს ან შეუჩეროს რეგისტრაცია.
კომპანია პასუხს არ აგებს მესამე პირების მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების კუთვნილ ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება კომპანიის საკუთრებაში არსებულ ვებ-გვერდზე გადასვლა. ამასთან, კომპანიას არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა მავნე პროგრამული უზრუნველყოფის - ვირუსის გავრცელების შემთხვევაში მესამე პირთა მხრიდან. აგრეთვე, ვებ-გვერდის სარგებლობით თითოეული მომხმარებელი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს კომპანიას, რაც წარმოიშობა მომხმარებლის მიერ ნებისმიერი მესამე პირის კუთვნილი ვებ-გვერდით სარგებლობის შედეგად.
კომპანია არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვებ-გვერდი მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა. ასეთ შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს გამოვლენილი ხარვეზის უმოკლეს ვადაში გასწორებას. ამასთან, კომპანია პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, პროვაიდერების, ტექნიკური მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე; აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში წარმოშობილ შეფერხებებზე.
უსაფრთხოების მაღალი დონის შესანარჩუნებლად და მომხმარებლის უსაფრთხოების დასაცავად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს უსაფრთხოების სისტემის არარეგულარული შემოწმებები. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი ეთანხმება, რომ კომპანიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციას მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის.
თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ვებ-გვერდზე საკუთარი გადაწყვეტილებით და ნებით აფიქსირებს მის პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ მისი პირადი მონაცემების გამჟღავნების ან / და დაკარგვის შემთხვევებში (თუ ეს უშუალოდ კომპანიის ბრალეული ქმედების შედეგად არ არის გამოწვეული).
კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია ვებ-გვერდის მიუწვდომლობის გამო, აგრეთვე, მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე არასანქცირებული ინტეგრირების შედეგად.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირის (მაგ: ინტერნეტ პროვაიდერების თუ მობილური ოპერატორების) შეფერხებული ფუნქციონირების შედეგად.
თითოეული მომხმარებლის მიერ წინამდებარე დებულების რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია თავისუფლდება ნებისმიერი სახის ვალდებულებისგან და პასუხისმგებლობისგან ასეთი მომხმარებლის წინაშე.
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის, პროდუქციის ასორტიმენტი ან ღირებულება, შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს ან მოიხსნას მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე. კომპანია მომხმარებელს არ შესთავაზებს ისეთ პროდუქციას, რომლის გაყიდვაც აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
მომხმარებელს ეკრძალება ვებ-გვერდის კანონსაწინააღმდეგო ან უკანონო მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, არასანქცირებული შეღწევა ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს კომპანიას ან კომპანიის კანონით დაცულ ინტერესებს.
წინამდებარე დებულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ურთიერთობა არის მკაცრად საქმიანი ურთიერთობა დამოუკიდებელ მხარეებს შორის, რომლებიც თანხმდებიან, რომ დაიცავენ წინამდებარე პირობებს, პატივს სცემენ თითოეული პირის უფლებებს, დაიცავენ კონფიდენციალურობას და უზრუნველყოფენ წინამდებარე დებულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულებების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულებას.
თითოეული მომხმარებელი აცხადებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს ვებ-გვერდის საშუალებით ნაკისრ ვალდებულებას და ამასთან, მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება პასუხისმგებლობის კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, რომელიც შესაძლოა მომხმარებლის მიმართ განხორციელდეს მის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
7. საავტორო უფლებები
ვებ-გვერდის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა ტექსტი, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები არის შპს „ესთოკ ჯე“-ის საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება, ვინაიდან საავტორო უფლებების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თითოეული მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ არ მოახდენს ვებ-გვერდის ან მისი რომელიმე ნაწილის ვიზუალის ან/და შემადგენლობის კოპირებასა და გავრცელებას კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მომხმარებელს უფლება არ აქვს ვებ-გვერდზე განთავსებული ტექსტი, გამოსახულება, ხატულები ან ლოგოები გამოიყენოს იმ ფორმით, რომ შელახოს კომპანიის იმიჯი ან რეპუტაცია. ასეთ შემთხვევაში, კომპანია უფლებას იტოვებს, მიმართოს უფლებების დაცვის კანონისმიერ საშუალებებს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება კომპანიისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე.
ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენით მომხმარებელზე არ გადადის საავტორო უფლება.
8. მარეგულირებელი კანონმდებლობა; დავების გადაწყვეტის წესი
თუ წინამდებარე დებულების რომელიმე / ნებისმიერი მუხლი, პუნქტი ან მისი ნაწილი, კანონის ძალით აღმოჩნდა ძალადაკარგული ან ბათილი, იგი ჩაითვლება არარსებულ პირობად. ამასთან, წინამდებარე დებულების ყველა სხვა მუხლი, პუნქტი ან მისი ნაწილი, ძალაში დარჩება ძალადაკარგული ან ბათილი დებულების გარეშე.
წინამდებარე დებულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაიჭრება მოლაპარაკების გზით. თუ დავის მოლაპარაკების გზით გადაჭრა შეუძლებელია, მოდავე პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოლაპარაკების გამართვამდე, რომელიც დავას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ცვლილებების შეტანის წესი
შპს „ესთოკ ჯე“ უფლებამოსილია წინამდებარე დებულების პირობებში ნებისმიერ დროს ცალმხრივად, საჭიროებისამებრ / პერიოდულად შეიტანოს ცვლილებები ან / და დამატებები ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. აქედან გამომდინარე, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად ვებ-გვერდის საშუალებით შეამოწმოს წინამდებარე მომსახურების წესები და პირობები.
წინამდებარე დებულებით განსაზღვრული რომელიმე პირობის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში თუ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული პირი აგრძელებს ვებ-გვერდით სარგებლობას, იგულისხმება, რომ ეს პირი ეთანხმება შეცვლილ პირობებს.
10. გარდამავალი დებულებები
წინამდებარე დებულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის დაწყებით, კერძოდ, რეგისტრაციის პროცედურის გავლით და აღნიშნულ პირობებზე გამოხატული თანხმობით (ელექტრონული ფორმით), რომლითაც მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ გაეცნო აღნიშნულ პირობებს, მოიწონა აღნიშნული პირობები და შედის სამართლებრივად მბოჭავ ურთიერთობაში კომპანიასთან.
თითოეული მომხმარებელი წინამდებარე დებულებაზე თანხმობით სრულად აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ იყოს წინამდებარე წესებითა და პირობებით შებოჭილი რეგისტრაციის ან ვებ-გვერდით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
წინამდებარე დებულების რომელიმე მომხმარებლის მატერიალური ფორმით ხელმოწერის არარსებობა, არ წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავი ძალის დაკარგვის ან არ არსებობის წინაპირობას და მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე დაფიქსირებულ/გამოთქმულ ელექტრონულ თანხმობას (რომლითაც ნიშნავს შესაბამის ველს) გააჩნია იგივე იურიდიული ძალა, რაც მატერიალური ფორმით დამოწმებულ/გამოთქმულ თანხმობას.
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შეწყვიტოს ვებ-გვერდის ფუნქციონირება მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.