საგარანტიო პირობები
საგარანტიო პირობები
1. კანონისმიერი გარანტიის ვადა
შპს „ესთოკ ჯე“-ში (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416382373) (შემდგომში - „ჩვენ“ ან „კომპანია“) ფიზიკური პირის მიერ შეძენილ პროდუქციას / საქონელს / ნივთს აქვს 2 წლიანი კანონისმიერი გარანტია.
2. მომხმარებლის უფლებები
კანონისმიერი გარანტიის ფარგლებში, თუ პროდუქცია ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნაკლის მქონე პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ღირებულების შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა.
პროდუქციის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქციის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
პროდუქცია შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქციის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქცია შეიძინა.
პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქციის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) პროდუქციის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია; ბ) კომპანიამ პროდუქცია გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა; გ) კომპანიის მიერ პროდუქციის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქციის ნაკლი უმნიშვნელოა.
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) პროდუქციის ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში; ბ) პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი; გ) პროდუქციის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
3. მტკიცების ტვირთი
თუ მომხმარებელმა პროდუქციის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქციის მიწოდებისას, თუ, მისი ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი კომპანიას ეკისრება.
თუ მომხმარებელმა პროდუქციის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქციის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
ნივთის შეცვლა, ან შეკეთება კანონისმიერი გარანტიის პირველი რიგის უფლებაა, შესაბამისად კომპანია ვალდებულია შეცვალოს ნაკლოვანი პროდუქცია ან მომხმარებელთან შეთანხმებით შეაკეთოს დაზიანებული პროდუქცია მოცემული პირობების შესაბამისად, მომხმარებლის მიერ პროდუქციის კომპანიისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციაში შესაცვლელი იქნება ისეთი სათადარიგო ნაწილი, რომელიც არ იქნება ადგილზე და გამოსაწერია საზღვარგარეთიდან, მაშინ ეს ვადა გაგრძელდება 30 სამუშაო დღემდე (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები). აღნიშნული ვადა მომხმარებელთან შეთანხმებით შესაძლოა გაგრძელდეს 45 სამუშაო დღემდე. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა, მოხდება ნივთის შეცვლა ახალი იდენტური მოდელის პროდუქტით, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის სხვა მოდელით ან შეწყდება ხელშეკრულება და დაბრუნდება გადახდილი ღირებულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
4. საგარანტიო მომსახურების მიღება
საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას პროდუქცია გადასცეს კომპანიის მიერ განსაზღვრულ მისამართზე (მითითებულია კომპანიის კუთვნილ ვებ-გვერდზე - www. estock.ge).
მომხმარებლის მიერ საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია დაცულ იქნეს მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინტრუქციის შესაბამისად.
5. გამონაკლისები
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება თუ:
- გასულია საგარანტიო ვადა;
- საგარანტიო ბარათი არ არის წარმოდგენილი / დაკარგულია და სხვაგვარად ვერ ხდება შეძენის იდენტიფიცირება;
- ან პროდუქტზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი ან გადაკეთებულია და შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება;
- ნივთზე არ იკითხება / ამძვრალია სერიული ნომერი /იმეი კოდი და შესაბამისად შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება.
- დაზიანება გამოწვეულია პლომბის ან ლუქის მოცილებით./წუნი გამოწვეულია მოწყობილობის მექანიკური დაზიანებით.
- მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით;
- მოწყობილობა დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით რამაც გამოიწვია ნივთის წუნი/დაზიანება.
- დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილების მიერ;
- დაზიანება გამოწვეულია მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხეების შეღწევით;
- დაზიანება გამოწვეულია ექსპლუატაციის და შენახვის წესების და პირობების დარღვევით.
6. დამატებითი დებულებები
საგარანტიო მომსახურების პირობები გარდა წინამდებარე დოკუმენტისა, დამატებით რეგულირდება მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
წინამდებარე დოკუმენტი - „საგარანტიო პირობები“ წარმოადგენს „ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობები“-ს განუყოფელ ნაწილს. „ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე“ დათანხმებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე პირობებსაც.
კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე; კანონისმიერი გარანტია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე.