პროდუქციის უკან დაბრუნების წესები

პროდუქციის უკან დაბრუნების წესები

1. ზოგადი პირობები

წინამდებარე პროდუქციის უკან დაბრუნების წესები წარმოადგენს ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიერ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებ-გვერდზე მითითებულ მონაცემებს (ხარისხს ან რაოდენობას), ჩვენ გთავაზობთ პროდუქციის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას წინამდებარე დოკუმენტში მოცემული პირობების შესაბამისად.

 

2. გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა

წინამდებარე პროდუქციის უკან დაბრუნების წესებში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

  • „ჩვენ“ ან „კომპანია“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ესთოკ ჯე“, საიდენტიფიკაციო კოდი 416382373, რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, ქალაქი რუსთავი, მიკრო/რაიონი XX , N 14, ბინა N51;
    • მომხმარებელი - ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია;
  • ვებ-გვერდი - შპს „ესთოკ ჯე“-ის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ-მისამართია - (www. estock.ge) და მისი ყველა ქვეგვერდი;
    • მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან / და იურიდიული პირი გარდა მომხმარებლისა.

 

3. რა შემთხვევებში არის შესაძლებელი პროდუქციის უკან დაბრუნება?

წინამდებარე „პროდუქციის უკან დაბრუნების წესები“-ს საფუძველზე თითოეულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა უკან დააბრუნოს შეძენილი პროდუქცია:

  • ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, ნივთის ფაქტობრივად მიწოდებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • თუ პროდუქცია არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს (ხარისხს ან რაოდენობას);
  • პროდუქციას აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
  • თუ პროდუქცია დაზიანებულია;
  • თუ პროდუქცია კომპანიის მიერ მიწოდებულია „ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები“-თ განსაზღვრული მიწოდების ვადის დაუცველობით.

 

4. პროდუქციის უკან დაბრუნების საგამონაკლისო შემთხვევები

მომხმარებელს უფლება არ აქვს მოითხოვოს პროდუქციის უკან დაბრუნება, თუ:

  • მიწოდებული საქონლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
  • მიწოდებული საქონელი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
  • შეძენილი პროდუქცია მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
  • პროდუქცია ჰერმეტულად დაცული საქონელია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქციის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  • მიწოდებული პროდუქცია მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქციას;
  • მიწოდებული პროდუქცია დაზიანებულის მექანიკური ჩარევის შედეგად;
  • მიწოდებული პროდუქციის დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორი ექსპლუატაციის შედეგად;
  • პროდუქცია არის დალუქული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
  • პროდუქციის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს;
  • მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქციის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);
  • პროდუქციას აღენიშნება გამოყენების კვალი;
  • პროდუქცია ჰიგიენური (პირადი მოხმარების) ხასიათის საგანია;
  • პროდუქციას არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი ან/და დოკუმენტი.

 

5. რა ვადაში არის შესაძლებელი პროდუქციის უკან დაბრუნება?

მომხმარებლის მიერ პროდუქციის უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქციის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით, კომპანიის კუთვნილ ელექტორნული ფოსტის მისამართზე ან ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით (რომლებიც მითითებულია ვებ-გვერდზე) დააფიქსიროს შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნების მოთხოვნა.

 

6. პროდუქციის უკან დაბრუნებისათვის გასათვალისწინებელი მოთხოვნები

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მომხმარებელს სურს პროდუქციის უკან დაბრუნება, ამისათვის საჭიროა პროდუქციას უკან დაბრუნების მომენტში აუცილებლად ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები, დეტალები და დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გარდა ამისა, პროდუქციის უკან დაბრუნების მომენტში მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი და აქსესუარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პროდუქციის უკან დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.

ქარხნული წუნის 14 დღის შემდგომ აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობითი ფორმით, კომპანიის კუთვნილ ელექტორნული ფოსტის მისამართზე ან ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით (რომლებიც მითითებულია ვებ-გვერდზე) უნდა მიმართოთ კომპანიას და იმოქმედოთ „საგარანტიო პირობები“-თ დადგენილი წესის საფუძველზე.

 

7. რამდენ დღეში მოხდება პროდუქციის უკან დაბრუნება?

წინამდებარე „პროდუქციის უკან დაბრუნების წესები“-ს დაცვით და გათვალისწინებით პროდუქციის უკან დაბრუნების შემთხვევაში, პროდუქცია კომპანიას უნდა დაუბრუნდეს:

  • თბილისის მასშტაბით მიწოდებული პროდუქციის დაბრუნება მოხდება - უკან დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • რეგიონების (გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა) მასშტაბით მიწოდებული პროდუქციის დაბრუნება მოხდება - უკან დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • მაღალმთიანი რეგიონების მასშტაბით მიწოდებული პროდუქციის დაბრუნება მოხდება - უკან დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 3-10 სამუშაო დღის განმავლობაში;

კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი უკან დაბრუნების მოთხოვნის მიღებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში უფლებამოსილია დაუკავშირდეს მომხმარებელს და დააზუსტოს პროდუქციის დაბრუნების დეტალები.

 

8. როგორ ხდება დაბრუნებული პროდუქციის ღირებულების მომხმარებლისათვის ანაზღაურება?

დაბრუნებული პროდუქციის ღირებულების მომხმარებლისათვის დაბრუნება (ანაზღაურება) შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმავე საბანკო (საბარათე) ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა უკან დაბრუნებული პროდუქციის შეძენა / შესყიდვა.

კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას დაბრუნებული პროდუქციის ღირებულების მომხმარებლისათვის ანაზღაურებაზე მანამ, სანამ პროდუქციას არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს პროდუქციის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.